სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაჟა სტურუამ, გააცნო.
სხდომაზე სულ 31 საკითხი განიხილეს.
განხილული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების 2026 შეეხო:
სკოლამდელიაღზრდის დაწესებულებას;
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს;
ხელოვნების სკოლებს;
სპორტულ ააიპ ორგანიზაციებს
კულტურული ღონისძიებების განმახორციელებელ ა(ა)იპ-ებს.
ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო New Year's Eve 2026 ბიუჯეტსა და სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის საკითხები.
- მოწყვლადი ოჯახებიდან სტუდენტების დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და 140 ათას ლარს შეადგენს.
მერის დავით ბახტაძის ინიციატივას, რომელიც სტუდენტების წახალისებას ისახავს მიზნად, საკრებულომ მხარი დაუჭირა.
ახალი გადაწყვეტილებით, პროფესიული სასწავლებლების კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები 400 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ, ხოლო პროფესიული სასწავლებლების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე Price: 500 იქნება.
საკრებულომ იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მიწის ნაკვეთების განკარგვის, პირდაპირი სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ელექტრონული აუქციონის გზით გასხვისების საკითხებზე.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 31-ვე საკითხზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.



