განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » N1 ბაგა–ბაღში გაზაფხულის შემობრძანება აღნიშნეს
RDRC.GE
N1 ბაგა–ბაღში გაზაფხულის შემობრძანება აღნიშნეს
კატეგორია:  სიახლე

  ბაგა–ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულია.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ხათუნა გაგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები N1 ბაგა–ბაღში გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებს დაესწრნენ.

   ეს პირველი ღონისძიება იყო მას შემდეგ, რაც შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. მოწესრიგდა სველი წერტილები, სათამაშო და საძინებელი ოთახები. ,,ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ ყველა ბაღს, ვინაიდან მომავალ თაობაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა. სამტრედია საქართველოში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები და ეს კვლავ გაგრძელდება,“ აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა. მოწესრიგებული ინფრასტუქტურის გამო ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს ბაგა–ბაღის მმართველმა მარინა შენგელიამ და აღსაზრდელთა მშობლებმა. პატარებმა კი თავი სხვადასხვა აქტივობების მიხედვით გამოიჩინეს. გაზაფხულის შემობრძანება მათ ხალისით, ლექსებითა და სიმღერებით გვახარეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1180