განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სპეც–ტექნიკის პრეზენტაცია სამტრედიაში
RDRC.GE
სპეც–ტექნიკის პრეზენტაცია სამტრედიაში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, 8 ერთეული სეც–ტექნიაკა გადაეცა, მათ შორის 4 თერმული ნისლი და 2 სკაუტი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა და აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორმა ლაშა შალამბერიძემ მუნიციპალიტეტის მერიასთან შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალურად აუხსნეს მავნებელ მწერთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოები. სპეც–ტექნიკის დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა ორი დღის წინ დაიწყო.

   მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას აქტიურობისკენ და ჩართულობისკენ. ,,სამტრედია არის ერთ–ერთი ცხელი წერტილი აზიური ფაროსანას გავრცელების კუთხით, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ მავნებელს“, აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.

   დღეიდან დაიწყო ტყის პერიმეტრების დაცვა ,,მოიზიდე და მოკალი“ კამპანიის ფარგლებში. ამას მოყვება თერმული ნისლით მუშაობა სოფლებში და ე.წ. ცივი შესხურება, რაც ითვალისწინებს მინდვრებისა და ფართობების შეწამვლას.

   დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე დაანონსდა იმ სოფლების ჩამონათვალი, რომლებშიც მონიტორინგის საფუძველზე, უკვე დაფიქსირდა მავნებელი მწერის კრიტიკული რაოდენობა.

   დღეს, ზემოთაღნიშნული მეთოდების უსაფრთხოებაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი.

   შეგახსენებთ, დასავლეთ საქართველოში 150 ერთეული სპეც ტექნიკა უკვე შეუდგა მავნებელთან ბრძოლას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1268