განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ბაზა შეიქმნება
RDRC.GE
მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ბაზა შეიქმნება
კატეგორია:  სიახლე

   21 მაისის გეგმიურ თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტურობა და შედეგები. გარე მოვაჭრეების ამჟამინდელი მდომარეობა და პრობლემების მოგვარების გზები, ასევე ინფრასტრუქტურული საკითხები, კერძოდ გზისა და წყლის გაყვანილობების დარეგულირება კონკრეტულ ადგილებში.

   განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მერიის ახალმა ინიციატივამ, შშმ პირების ჩართულობა და ინტეგრირება საზოგადოებაში. შეიქმნება ბაზა, რომლის შემდგომაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება მრავალი სერვისი. იგეგმება მათი ჩართვა სხვადასხვა პროექტში. ბაზაში შეყვანილი იქნებიან როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი პირები. თათბირზე ეს ინფორმაცია მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ გააჟღერა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1657