განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მდინარე ხევისწყლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
RDRC.GE
მდინარე ხევისწყლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, ტოლების თემში ე.წ. ბუღნარას ტერიტორიაზე მდ. ხევისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

   ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ბესტმა" სამუშოები იანვარში დაიწყო და უკვე ასრულებს. 810 მეტრი სიგრძისა და 3,3 მეტრის სიმაღლის გაბიონი მოსახლეობას ადიდებული მდინარისგან დაიცავს.

   ხევისწყალი წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა არამარტო სახნავ ნაკვეთებს, არამედ საცხოვრებელ სახლებს, ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღნიშნული პროექტი განახორციელა.

   ვალერი ფოცხვერია დღეს ტოლების თემის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან და დეპუტატთან ერთად მურთაზ სირაძის ოჯახსაც ესტუმრა, რომელიც უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობს და აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებდა. სირაძეები კმაყოფილებას ვერ ფარავენ შესრულებული სამუშაოების გამო და ხელისუფლებას მადლობას უხდიან.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1079