განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა სოფელ ჭოგნარის სტადიონზე
RDRC.GE
საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა სოფელ ჭოგნარის სტადიონზე
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სოფელ ჭოგნარის სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა. დასკვნით თამაშში ერთმანეთს სამტრედიის რკინიგზისა და იანეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა რკინიგზის „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდა ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.

   საუკეთესო ფეხბურთელად მამუკა მესიაჩენკო დასახელდა, საუკეთესო მეკარედ კი ირაკლი შენგელია. იქედან გამომდინარე, რომ ეს ტურნირი აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა, გამარჯვებულებს პრიზები დაღუპულთა ოჯახის წევრებმა გადასცეს.

   ჭოგნარში ჩატარებულ დასკვნით შეხვედრას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, კულტურის სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 790