განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ დიდ ჯიხაისში ნუგზარ მიქაძის 70 წლის იუბილე აღნიშნეს
RDRC.GE
სოფელ დიდ ჯიხაისში ნუგზარ მიქაძის 70 წლის იუბილე აღნიშნეს
კატეგორია:  სიახლე

სოფელ დიდ ჯიხაისში ცნობილი საზოგადო მოღვაწის , ღირსების ორდენის კავალერის , ფრენბურთის დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ მიქაძის 70 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას რომელიც ჯიხაიშის ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში გაიმართა, სამტრედიის მაჟoრიტარი დეპუტატი გია მიქელაძე, გამგებლის მოადგილეები დავით ბახტაძე და ლიზა კრავეიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე რომელიც კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, იუბილარის ახლობლები და ნათსავებიც იმყოფებოდნენ. ცნობილი საზოგადო მოღვაწეს და დამსახურებულ მწვრთნელს ნუგზარ მიქაძეს ღონისძიებაზე სპეციალური საჩუქრები სამტრედიის გამგეობამ და მოწვეულმა სტუმრებამ გადასცეს. ღონისძიებაზე სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია მიქელაძემ სპეციალური განცხადებაც გააკეთა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ჯიხაიშის ტექნიკური სასწავლების რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით . აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მთავრობის მომავალ სხდომაზე დადგება და ის ძალ ღონეს არ დაიშურებს პროექტის განხორციელებისთვის

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1461