განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ ეწერში ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა
RDRC.GE
სოფელ ეწერში ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სოფელ ეწერში ფრენბურთში ფინალურ მატზე ერთმანეთს „ჯიქთუბანისა“ და „გვიმრალას“ გუნდები დაუპირისპირდნენ. ადგლობრივი თვითმმართველობის თანადგომით მსგავსი სპორტული ღონისძიებები ეწერის თემში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრისთვის გუნდები თემის სხვადასხვა უბნიდან და მომიჯნავე ტერიტორიებიდან იკრიბებიან. ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სასახურის უფროსი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ეწერში, რევაზ ივანიაძე ესწრებოდნენ. ფრენბურთში შეჯიბრი „ჯიქთუბანის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა სამი საფინალო შეხვედრიდან ორში წარმატებით იასპარეზა, შედეგებით 25-22 და 25 -18. შეხვედრის დასასრულს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ ,,ჯიქთუბანის“ გუნდის კაპიტანი ჯაბა კახიანი თასითა და მედლით დააჯილდოვა. ასევე თასი და მედალი გადაეცა საჩუქრად მეორე გუნდის კაპიტანსაც. სტადიონზე სადაც ფრენბურთში შეხვედრა გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ სტადიონზე უკვე არის სტანდარტების შესაბამისი განათება, უახლოეს მომავალში კი ხელოვნური საფარის დაგებაც იგეგმება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1550