განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო
RDRC.GE
სამტრედიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო
კატეგორია:  სიახლე

   ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურ ფაზაში შევიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და მიაწოდებენ მავნებელთან ბრძოლის ეფექტური მეთოდებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ ინფორმაციას. კონსულტაციების პირველი ეტაპი თემის დეპუტატებთან და სხვა წარმომადგენლებთან უკვე ჩატარდა.

   აზიური ფაროსანა(იგივე აზიური ბაღლინჯო ლათ.: Halyomorpha halys) მავნებელი მწერია, რომელიც იკვებება მასპინძლი მცენარეებით.იგი საქართველოში პირველად 2015 წელს, ხოლო სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დაფიქსირდა. დასავლეთ საქართველოში მავნებლის ყველაზე დიდი რაოდენობა სამეგრელოს რაიონში ფიქსირდება. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება კომპლექსური მიდგომაა, რაც გულისხმობს მექანიკურ, აგროტექნიკურსა და ქიმიურ მეთოდებს, კონკრეტულად, დიდი ფართობები მათ შორის სახნავ–სათესი მიწები, ქარსაცავი ზოლები, ტყის საფარი შეიწამლება სახელმწიფოს მიერ , ხოლო საკარმიდამო ტერიტორიების შეწამვლა თავად მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს.

   საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთ თვეში დაიწყება წამლის დარიგება, აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში წამლის უარყოფითი ეფექტი ან ინტოქსიკაციური შემთხვევები არ ფიქსირდება. შესაწამლ პრეპარატთან ერთად კომპლექსური მეთოდებით ბრძოლა გულისხმობს დამჭერი ხაფანგებისა და სხვა მექანიკური საშუალებების გამოყენებას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1417