სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად  მიმდინარეობს

სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

   საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მას შპს ,, პრაიმ ბეტონი " ანხორციელებს. სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით ტარდება.

   სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორთან ნუგზარ კუციასთან ერთად გაეცნო და სამუშაოთა მწარმოებლებს გაესაუბრა.

   დავით ბახტაძე - ,,სამტრედიაში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, შენდება მეოთხე საჯარო სკოლა, პარალელურად მიმდინარეობს N 10 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც შეეხება დასრულებულ პროექტებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მათ შორის ქალაქის N 1 და N 12 საჯარო სკოლები, სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა და ილორის დასახლებაში მდებარე N 2 საჯარო სკოლასთან შერწმული საგანამანათლებლო დაწესებულება."

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი