ქუთაისის  VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მოეწყობა

ქუთაისის VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მოეწყობა

   ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მოეწყობა.

   შესაბამის დოკუმენტს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ მოაწერეს ხელი.

   ღონისძიებას სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

   თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი გაფრენის დარბაზში განთავსდება და ერთდროულად 70 ადამიანის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.

   პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

   VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.

   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შესვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი