გრანტოსანი სტუდენტების დაჯილდოება

გრანტოსანი სტუდენტების დაჯილდოება

   დღეს მერიაში განსაკუთრებული შეხვედრა მქონდა - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან, კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო გრანტის მფლობელ პირველკურსელებს ვუმასპინძლე.

   ჩემთვის დიდი სიხარულია, რომ სამტრედიიდან წელს 48 აბიტურიენტი გახდა სახელმწიფო გრანტის მფლობელი: მათ შორის, 11-მა მოიპოვა 100%-იანი, 11-მა 70%-იანი, ხოლო 26-მა 50%-იანი დაფინანსება.

   ახალგაზრდებს პირადად მივულოცე წარმატებული სტუდენტობა, გადავეცი საჩუქრები და ფულადი ჯილდო.

   სამტრედიის ახალგაზრდები ჩვენი მომავლის ყველაზე დიდი იმედია. მათი მიღწევები ჩვენთვის საამაყოა. დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ და სამტრედიას სახელს გაუთქვამენ. ვულოცავ თითოეულ გრანტის მფლობელ სტუდენტს და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი