შეხვედრა მე-11 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებთან
მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძესთან ერთად შეხვდა მე-11 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელს, გელა ცინცაძეს, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გეზრბენში (გოგონებში) საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს!
მერმა გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა, მადლობა გადაუხადა შთამბეჭდავი შედეგისთვის და წარმატებები უსურვა მსოფლიო სკოლიმპიადაზე, რომელშიც ისინი უახლოეს მომავალში მიიღებენ მონაწილეობას.
დავით ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა ყოველთვის იქნება პრიორიტეტი და ამისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება.