სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა – სამტრედიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

   სამტრედია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ თამაშებს მასპინძლობდა, სადაც 12 მუნიციპალიტეტის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ფინალური დაჯილდოება საზეიმოდ ჩატარდა, და გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

   ფრენბურთი

   გოგონები

   • 1 ადგილი: ქუთაისი

   • 2 ადგილი: სამტრედიის დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა

   • 3 ადგილი: ხონი

   ვაჟები

   • 1 ადგილი: ქუთაისი

   • 2 ადგილი: წყალტუბო

   • 3 ადგილი: ხონი

   დაჯილდოების ცერემონიალს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა, ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   რეზო რობაქიძემ აღნიშნა, რომ სამტრედია უმაღლეს დონეზე მასპინძლობს ოლიმპიადას და გამორჩეულია სპორტული განვითარებით. „სამტრედია მართლაც შესანიშნავად მასპინძლობს ოლიმპიადას. ეს ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ახალგაზრდებს სპორტის და ჯანსაღი ცხოვრებისკენ უბიძგებს.“

   სამტრედიის მერი დავით ბახტაძე: „ვულოცავ გამარჯვებულებს! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას და სპორტის განვითარებას.“

   ღონისძიების მთავარი დევიზი „ცხოვრება ნარკოტიკების გარეშე“ იყო, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი