სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება

სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება

   სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მთისძირში ახალი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

   მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტული სივრცეების განვითარებას.

   „ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ სპორტული მოედნების მოწყობას სხვადასხვა დასახლებაში. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მთისძირში მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ, მოედანს მივანიჭოთ ადგილობრივი მკვიდრის სევერიან თევზაძის სახელი, რომელიც 90-იან წლებში, საომარი მოქმედებების დროს, გმირულად დაიღუპა", — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

   ახალ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მოედანზე შესაძლებელი იქნება საფეხბურთო ტურნირების ჩატარება.

   მერის თქმით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში და კიდევ უფრო გააძლიერებს მუნიციპალიტეტის სპორტულ ინფრასტრუქტურას. ამ მიმართულებით სამტრედიაში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი