დასრულდა მინი-სტადიონის რეაბილიტაცია

დასრულდა მინი-სტადიონის რეაბილიტაცია

   მელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხიბლარში დასრულდა მინი-სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

   მუნიციპალიტეტისთვის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის:

   ჩოგბურთის კორტების მოწყობა, სადაც რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ტურნირები;

   საცურაო აუზის გახსნა;

   30-მდე ღია სპორტული მოედნის მოწყობა;

   კახა კალაძის სახელობის სპორტული კომპლექსის გახსნა;

   ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედნის რეაბილიტაცია;

   სრულად აღჭურვილი საჭიდაო დარბაზის მოწყობა;

   კაუჩუკის საფარიანი გარე მოედნების განვითარება.

   აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს იმ გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდებსა და ყველა ასაკის მოქალაქეს აქვთ სპორტით აქტიურად დაკავებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევის შესაძლებლობა.

   მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და განახლებას, რათა ქალაქში შეიქმნას ყველა პირობა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 1

დატოვე კომენტარი