ტრენინგი სამტრედიაში – სოციალური მედიის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

ტრენინგი სამტრედიაში – სოციალური მედიის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

   ტრენინგი სამტრედიაში – სოციალური მედიის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

   დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და რესურსცენტრის ხელმძღვანელის თინათინ ხარძიანის მხარდაჭერით, გაიმართა ინგლისურენოვანი ტრენინგი „Social Media’s Impact on Mental Health“.

   ტრენერმა ანანო კაზეიშვილმა მონაწილეებს გააცნო აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დაეხმარება მათ არა მხოლოდ ინგლისური ენის გაუმჯობესებაში, არამედ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

   საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, სოფიო კირთაძემ ახალგაზრდებს განუცხადა, რომ მომავალშიც შესთავაზებს საინტერესო და სასარგებლო აქტივობებს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი