მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ ,,მასპინძლის” გერმანული ტურნე

მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ ,,მასპინძლის” გერმანული ტურნე

   დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრისა და ეროსი მანჯგალაძის სამტრედიის კულტურის სახლთან არსებულ მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ ,,მასპინძლის” გერმანული ტურნე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით ქალაქ ბერლინსა და პოცდამში ანსამბლ ,,მასპინძლის" სოლო კონცერტებმა მსმენელი აღაფრთოვანა.

   ,,ქართული საგალობლებით და ფოლკლორის უნიკალური ნიმუშებით გაცოცხლებული ქართული სული დიდხანს ემახსოვრება გერმანელ მსმენელს. მადლობას ვუხდით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს ქართული ფოლკლორის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის,”-აცხადებს ლაშა გედენიძე გერმანული ორგანიზაცია კულტურ ლებენის და "კოლხი" ივენთის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელთან, ანჟელა მეინბურგ ვაკოტთან ერთად, გერმანული ტურნეს სულისჩამდგმელია.

   ანსამბლი ,,მასპინძელი” ბესარიონ მახათაძის ხელმძღვანელობით, უკვე რამდენიმე წელია, სამტრედიაში უნიკალური ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ნიმუშებს ახალ სიცოცხლეს სძენს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი