ომის ვეტერანთა განახლებული მუზეუმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში ომის ვეტერანთა განახლებული მუზეუმი სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მებრძოლთა გმირობას ასახავს.
„მუზეუმის განახლება არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავგანწირვით დაიცვეს ჩვენი მომავალი. თვითმმართველობა გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ისტორიული მეხსიერება დაცული და დაფასებული იყოს,“ – განაცხადა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო ბაშში არსებული ომის მსხვერპლთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას.