ღონისძიება გაიმართა სამტრედიის N 10 ბაგა-ბაღში
" მომავალი ჩვენია" სახელწოდებით ღონისძიება გაიმართა სამტრედიის N 10 ბაგა-ბაღში ბაგა-ბაღის 5-6 წლიანთა ჯფუფის "ჭიამაია".ს აღსაზრდელებმა ბაღის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა იზეიმეს
2025 წლის გამოშვება განსაკუთრებული იყო. პატრიოტულ მოტივებზე დაწერილი სცენარი პატარებმა, მართლაც ულამაზესად შეასრულეს.
მმართველი ქეთევან შაშიაშვილის მეთოდისტი ია შანიძის აღმზრდელი - პედაგოგების ირმა ბურკაძის, ნანა ჯვარშეიშვილისა და ელზა ბელთაძის დაუღალავი შრომის შედეგი აღსაზრდელებმა საზოგადოებას შთამბეჭდავად წარუდგინეს.
როგორც ყოველთვის პატარებს თემატურად და გემოვნებიანად მუსიკალური ნომრები მუსიკის პედაგოგმა ხათუნა გოგიამ შეურჩია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპეციალური შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებთანაც ბაღის სპეც პედაგოგი ნატო კოხრეიძე და ფსიქოლოგი ხათუნა სანადირაძე მუშაობენ. საზოგადოების დიდი ემოცია გამოიწვია ხალხური ზღაპრის ,, თალგამის" ინსცენირებამ, რომლის ფინალიც იდეაში საქართველოს დაკარგული კუთხეების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლამდენი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელი ხათუნა გაგუა და გაერთიანების წარმომადგენლები.
,, N 10 ბაგა- ბაღის ღონისძიებები ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ დღევანდელმა წარმოდგენამ მოლოდინს გადააჭარბა, ძალა ერთობაშია და გისურვებთ, მალე ერთიან საქართველოში ავღნიშნოთ ასეთი ლამაზი დღეები" - აღნიშნა ხათუნა გაგუამ
,, ჩემო პატარებო გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, არ დაგავიწყდეთ ,, ვისი გორისანი ხართ" გიყვარდეთ და იამაყეთ ჩვენი ლამაზი ქვეყნით" - აღსაზრდელებს მიმართა ბაგა-ბაღის მმართველმა ქეთევან შაშიაშვილმა.