ძვირფასო სამტრედიელებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით,
სამტრედიაში საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე. სამტრედიელებს ახალი წელი მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, რომელმაც მოსახლეობას ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.
საახალწლო კონცერტში მონაწილეობდნენ: სოფო ხალვაში, ანი კეკუა, გიორგი მეფისაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, „ჩვენი კვარტეტი“ და „ღამის შოუს ბენდი“.
კონცერტს უძღვებოდნენ გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო აქტივობები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები გადასცა.
საახალწლო ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნაა. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.




