შეხვედრა თბილისის სასულიერო აკადემიის წარმომადგენლებთან

შეხვედრა თბილისის სასულიერო აკადემიის წარმომადგენლებთან

დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა სამტრედიის საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა მოსწავლეებს საფუძვლიანი ინფორმაცია მიაწოდეს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოქმედი ფაკულტეტების, კათედრებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სრული პირობაა შექმნილი იმ პირთა განათლებისთვის, რომელთაც სურთ სასულიერო პირებად კურთხევა, პედაგოგიური თუ სამეცნიერო მოღვაწეობა, ხატმწერ-რესტავრატორობა და ხუროთმოძღვრის პროფესიის დაუფლება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი