შშმ პირთა საერთაშორისო დღე

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

   შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური

   საბჭოს წევრები დღის ცენტრი „ლამპარი“ ეწვიენ. საბჭოს წარმომადგენლებმა ცენტრის აღსაზრდელებს თბილი სიტყვები გადასცეს, მათი ყოველდღიური გამოწვევები და წარმატებები კიდევ ერთხელ მოისმინეს და თანადგომა გამოუცხადეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას, საზოგადოებაში შშმ პირთა სრულფასოვან ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

   დღის ცენტრის ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის შეხვედრა სიხარულისა და პოზიტიური ემოციებით იყო სავსე. სტუმრებმა მათ ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

   ასეთი ინიციატივები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტი აქტიურად უჭერს მხარს თანასწორობას, მხარდაჭერას და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოს შექმნას.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი