სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა მერის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.



