სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ  ლიდა ჩაჩუას 101-ე დაბადების დღე მიულოცა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ლიდა ჩაჩუას 101-ე დაბადების დღე მიულოცა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გამოჩინებულში მცხოვრებ ლიდა ჩაჩუას 101-ე დაბადების დღე მიულოცა.
მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. დავით ბახტაძის განცხადებით, ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაფასება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
101 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან ლიდა ჩაჩუას ფულადი დახმარების სახით 2000 ლარი გადაეცემა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი