სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემის დღე

   სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

   მერმა ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და სხვა გმირების მემორიალები ყვავილებით შეამკო.

   „ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე ტკივილია და გვახსენებს, რამდენი სიცოცხლე შეეწირა საქართველოს თავისუფლებას. ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს — მათი ხსოვნა მარადიულია. ჩვენი ვალია, მათი გმირობა არასოდეს დავივიწყოთ და მომავალ თაობებსაც გადავცეთ. მხოლოდ ერთიანობით შეძლებს საქართველო ეროვნული იდენტობისა და ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო გამტკიცებას. ჩვენი რწმენაა, რომ სოხუმი აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს", - განაცხადა დავით ბახტაძემ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი