სამტრედიის მუნიციპალიტეტის №12 საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის №12 საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა სკოლის დირექტორის, ნინო ონიანის ინიციატივითა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ნონა კობრავასა და სოფიკო მარჯანიძის ორგანიზებით.
მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენისა“ და ზოგადად ქართული ენის სიდიადეზე შექმნილი არაერთი პოეტის ლექსი, ასევე საზოგადოებას გააცნეს საინტერესო ისტორიული ფაქტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თინათინ ხარძიანი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ პოეტები: გიორგი ტუღუში, მაყვალა ჩირგაძე, მანანა ტონია და აკაკი თევზაძე.
ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ემოციით წაიკითხეს გიორგი ტუღუშის ლექსები. თავად პოეტმა ვრცლად ისაუბრა პოეზიის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას სძენდა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორის, რეჟისორ ვეფხია ნადირაძის მიერ წაკითხული ლექსი.
საღამო მრავალფეროვანი იყო მუსიკალური ნომრებით, რომელთა მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარნენ სკოლის მუსიკის მასწავლებლები - ლელა გოლიაძე და თეკლა გაბედავა.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა საზოგადოებას მომავალშიც საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება დაჰპირდა.



