სამტრედიაში ახალგაზრდული ტურნირი „KALA CUP 2026“ გაიმართა

სამტრედიაში ახალგაზრდული ტურნირი „KALA CUP 2026“ გაიმართა

სამტრედიაში ახალგაზრდული ტურნირი „KALA CUP 2026“ გაიმართა.
პროექტი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ორგანიზებით განხორციელდა.
საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს 2014-2015 წლებში დაბადებული პერსპექტიული მოზარდები დაუპირისპირდნენ.
საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულებს თასები და მედლები თბილისის მერმა,
კახა კალაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და სპორტული სამყაროს სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
სტუმრებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვეს და ხაზი გაუსვეს რეგიონში მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებების მნიშვნელობას, რაც დამატებითი მოტივაციაა მომავალი თაობებისთვის.
აღსანიშნავია, რომ „KALA CUP“ ტრადიციულ სახეს მიიღებს, ყოველწლიურად ჩატარდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი