საჯარო და კერძო სკოლებს შორის ცურვაში შეჯიბრი გაიმართა

საჯარო და კერძო სკოლებს შორის ცურვაში შეჯიბრი გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, საჯარო და კერძო სკოლებს შორის გამართულ ცურვის შეჯიბრს დაესწრნენ.
შეჯიბრში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტისადმი ინტერესის გაზრდას.
„აღსანიშნავია, რომ ცურვის შეჯიბრი უკვე მესამე წელია იმართება, რაც სამტრედიაში ახალი საცურაო აუზი მოეწყო. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ მოგვცა შესაძლებლობა, ახალგაზრდებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები, ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი მომავალი თაობების ჯანსაღად განვითარებას, რაც მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს“, – აღნიშნა მერმა.
შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები, სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი