დღეს სამტრედიის სახატვრო სკოლაში ამირან ვაშაკიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

დღეს სამტრედიის სახატვრო სკოლაში ამირან ვაშაკიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

დღეს სამტრედიის სახატვრო სკოლაში ამირან ვაშაკიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
15 წლის ამირანი სამხატვრო სკოლის მოსწავლეა და გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, მაღალი გემოვნებითა და დახვეწილი ტექნიკით.
,,ხატვა ბავშვობიდანვე მომწონდა, ვგრძნობდი, რომ ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო. მშობლების გვერდით დგომითა და სამხატვრო სკოლის მასწავლებლების დახმარებით თანდათან გავიზარდე და დღეს თქვენს წინაშე წარვსდექი ჩემი ნამუშევრებით. ძალიან მიხარია ჩემს გამოფენაზე ამდენი სტუმრის ხილვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით დგას," აღნიშნა ამირან ვაშაკიძემ.ამირანის ნიჭიერებასა და თავისთავადობას ხაზი გაუსვა მისმა მასწავლებელმა იაკობ ჩხიკვაძემ, რომელმაც ახალგაზრდა მხატვრის მრავალმხრივობაზე ისაუბრა.
ფერწერა, გრაფიკა და გამოყენებითი ხელოვნება - ეს ის მიმართულებებია, რომლითაც ამჟამად ამირან ვაშაკიძე დაინტერესებულია.
სამხატვრო სკოლის დირექტორმა ნინო ნინუამ ამირან ვაშაკიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მიულოცა პირველი პერსონალური გამოფენა და წარმატებები უსურვა მას.
გამოფენაზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ამირან თევდორაძე და კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე. მათ მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ამირან ვაშაკიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად დაუჭერს მხარს ნიჭიერი ახალგაზრდების პოპულარიზაციას.
დღესვე ამირან ვაშაკიძის რამდენიმე ნამუშევარიც გაიყიდა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი