ფოლკ-თეატრ ,,ლილეს“ ახალი პროექტის პრეზენტაცია
სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკ-თეატრ ,,ლილეს“ ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში სრული ანშლაგის ფონზე წარიმართა.
,,დაბრუნება“ - ასეთი სახელწოდებით შემოგვთავაზეს პროექტის ავტორებმა თანამედროვე სამყაროში საკუთარი თავის ძიებისა და პოვნის საუკეთესო საშუალება.
,,ლილეს“ წარმოდგენაში კარგად ჩანდა ქართული ფოლკლორის ძალისა და თანამედროვეობის შერწყმა. ,,დაბრუნებამ“ მაყურებელი ღრმად დაარწმუნა იმაში, რომ თანამედროვე ციფრული მიღწევების მიუხედავად, ადამიანი საკუთარ პირველსაწყისს არასდროს წყდება, მეტიც მისი განვითარება სწორედ ამას ეფუძნება.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.




