მორიგი სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას თავმჯდომარე ვაჟა სტურუა უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგის დასრულების შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოში სხვადასხვა ა(ა)იპ ორგანიზაციის განკარგულებებსა და დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს. შიდა მუხლობრივი გადაადგილების პარალელურად ცვლილებები შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის N15 დადგენილებაში.
საკრებულოს სხდომაზე 3 პროექტის მოწონების შესახებ საკითხიც დამტკიცდა, რომელიც ,,სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში" საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 მარტის N96 დადგენილების შესაბამისად განხორციელდება. აღნიშნული პროექტები სამტრედიის მუნიციპალიტეტში სტიქიის მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაციელებლადაა გათვლილი.



