საკრებულოს სხდომა გაიმართა
დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ტრადიციულად, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა უძღვებოდა.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ა(ა)იპ ორგანიზაციების განკარგულებებში შეტანილი შიდა მუხლობრივი გადაადგილების პარალელურად ორი ქუჩის სახელდების საკითხიც დამტკიცდა.
დღესვე ცვლილება შევიდა სოციალური დახმარების გაცემის წესში. წარმოდგენილ იქნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის \შესრულების წლიური ანგარიში.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გოჩა არველაძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტისდამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების საკითხი განიხილა



