ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში კოლეჯ „კონსტრუქტორის“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში კოლეჯ „კონსტრუქტორის“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ კოლეჯში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის პირობებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
კოლეჯი სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას სთავაზობს ყველა მსურველს, ვისაც ახალი პროფესიის შეძენა, კვალიფიკაციის ამაღლება ან გადამზადება სურს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია პროფესიული განათლების ხელშეწყობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მერის ინიციატივით, პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეებისთვის მოქმედებს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მსურველს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს პროფესიული განათლება, დაეუფლოს მოთხოვნად პროფესიას და შექმნას დასაქმების უკეთესი პერსპექტივა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მხარდაჭერაც — პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეებისთვის ყოველთვიურად გათვალისწინებული გვაქვს ფინანსური დახმარება. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების განათლებას, პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.



