სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებსა და უბნებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირები აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებსა და უბნებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირები აქტიურად მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებსა და უბნებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად ერთმანეთს გომისა და კორმაღალის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კორმაღალის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებული გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ დააჯილდოვა და თასი გადასცა.
„მსგავსი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტით დაინტერესებასა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. ვულოცავ კორმაღალის გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს ღირსეული თამაშისთვის“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
გამარჯვებულმა გუნდმა თასი, ტრადიციულად, გიორგი თევზაძის საფლავზე აიტანა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი