განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » № 3 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში ხუთი ნაწარმოები ადაპტირდა
RDRC.GE
№ 3 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში ხუთი ნაწარმოები ადაპტირდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის №3 საჯარო სკოლაში ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში“ ფარგლებში პედაგოგი ლამზირა თევზაძის ორგანიზებით პროექტი ,, ერთად ვიკითხოთ წიგნები“ შეაჯამეს.

   მუნიციპალიტეტის მერი ვალერიან ფოცხვერია, კულტურის სამსახურის უფროსი და საკრებულოს წევრები აღნიშნული ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ. პროექტის ფარგლებში სამტრედიის № 3 საჯარო სკოლისა და იანეთი საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ხუთი საბავშვო ნაწარმოების ადაპტირება და ილუსტრირება მოხდა.

   როგორც ლამზირა თევზაძემ აღნიშნა პროექტის ერთ–ერთი მიზანი რეპატრირებული მესხების რესოციალიზაცია და ინტეგრირებაა.

   სტუმართა შორის იყო განათლებისა და მეცნიერების სამინიოსტროს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში პროგრამის წარმომადგენელი ლელა ცქიტიშვილი, რომელმაც სამტრედიის მერს, რესურსცენტრსა და საჯარო სკოლას დიდი მადლობა გადაუხადა ინტერესისა და ხელშეწყობისთვის. პროექტის ფარგლებში ადაბტირებული და ილუსტრირებული ნაწარმოებები დაიბეჭდა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის თხუთმეტ საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცა. ,, მადლობა პედაგოგსა და ბავშვებს ასეთი ინტეგრირებული ღონისძიების წარმოდგენისთვის. მნიშვნელოვანია ბევრი ვისაუბროთ თუ რა დიდი ძალა აქვს სიკეთეს. მოქალაქებრივი პასუხისმგებლობა და ტოლერანტობა ჩვენი სახელმწიფოებრივი ხედვაა“ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერტიან ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1552