განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » „ჯანესი– ქართველი ემიგრანტის“ პრეზენტაცია გაიმართა
RDRC.GE
„ჯანესი– ქართველი ემიგრანტის“ პრეზენტაცია გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

15 მარტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ფილოლოგიის დოქტორ მარიამ მარჯანიშვილის წიგნის „ჯანესი – ქართველი ემიგრანტი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები. „ჯანესი – ქართველი ემიგრანტი“ მოგვითხრობს სამტრედიელ ნიკოლოზ ჯანელიძეზე, რომელმაც თავისი ცხოვრება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ემიგრანტის სახელით გაატარა. როგორც წიგნის ავტორმა განაცხადა, ნიკოლოზ ჯანელიძე მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მშობლიური კულტურის პოპლულარიზაციის მიზნით მსურველებს ასწავლიდა ქართულ ენას, ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს, სკოლაში გახსნა თეატრალური წრე, ნორჩ გერმანელებს რადიოთი შთამბეჭდავად მოუთხრობდა ქართულ ზღაპრებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1622