განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
RDRC.GE
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
კატეგორია:  სიახლე

   აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში სამტრედია აქტიურადაა ჩართული. დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალისტებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სანაპიროს, ილორის, გოგებაშვილის, გორგასლის, წერეთლის და ცხენისწყლის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს მავნებელთან ბრძოლაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ,,გასულ წელთან შედარებით უფრო მომზადებული ვხვდებით აზიურ ფაროსანას. ჩვენი მიზანია მოსახლეობა სრულყოფილად იყოს ინფორმირებული და თავადაც ჩაერთოს მავნებელ მწერთან ბრძოლაში. თუკი შარშან გამოყოფილი იყო 2 სპეც მანქანა, წელს ქიმიურ წამლობას 8 მანქანა შეასრულებს. პროცესი აპრილის ბოლოდან დაიწყება.“

   მოსახლეობას კონკრეტული რჩევები მისცეს დარგის სპეციალისტებმა და ქიმიური საშუალება ,,ფერომენის“ დადებით მხარეებზეც გაუმახვილეს ყურადღება. შეგახსენებთ, რომ ეს არის პრეპატატი, რომელიც აქტიურად გამოიყენება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში.

   შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1188