განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მორიგი სოციალური აქცია წითელ ჯვარში
RDRC.GE
მორიგი სოციალური აქცია წითელ ჯვარში
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს წითელი ჯვრის ადგილობრივ ფილიალთან და მათი ერთობლივი აქცია უკვე არაერთგზის გაიმართა. დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივ ფილიალში შეკრებილ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცა და სიმბოლურად პასკა და კვერცხი გადასცა. ,,ჩვენ მიერ დაგეგმილი პერმანენტული აქციები აუცილებლად გაგრძელდება და უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება,“ აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

   დღევანდელ შეხვედრას ორგანიზება ,,წითელმა ჯვარმა“ გაუკეთა. შეიქმნა 30 ამანათი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის. ნაწილს ადგილზე დაურიგდა, ხოლო დანარჩენი ბინაზე მოვლის ჯგუფს გადაეცა. სამტრედიის ფილიალის აღმასრულებელი მდივნის, ნათია პაპავას განმარტებით, ,,ეს იყო სიმბოლური საჩუქარი მერიისა და ჩვენი ორგანიზაციის სახელით. წითელი ჯვრის ადგილობრივი ფილიალი, მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით, მალე ახალ ოფისში გადავა, სადაც შოკენის პროექტის ფარგლებში მოეწყობა ე.წ. მეგობრობის ოთახი, რომელიც გააერთიანებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და დევნილ მოსახლეობას. ეს არის იაპონური ბრენდი და სამტრედიაში ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.“

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1158