განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები ბრძანება / განკარგულება

ვაქცინა გვიცავს!

,სურათი,
booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
RDRC.GE
სამტრედიელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
კატეგორია:  სიახლე

   კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და განათლების სამინისტროს ჩართულობით, ყოველწლიურად, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმართება.

   სამტრედიიდან კალათბურთის ვაჟთა და გოგონათა, მძლეოსნობის და მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ ტურნირზე გამარჯვებული გუნდების საგულშემატკივროდ, ღონისძიების მეორე, რეგიონალურ ეტაპს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, დღეს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე და კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე დაესწრნენ.

   მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა მაგიდის ჩოგბურთში დაბლა გომის გოგონათა გუნდმა. მეორე ადგილი ერგო სამტრედიის მე–10 საჯარო სკოლის მძლეოსანთა ნაკრებს, მესამე ადგილს დასჯერდა მე–11 სკოლის კალათბურთის გუნდი, ხოლო პირველი ადგილი მოიპოვა მე–12 საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა. სწორედ მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას მუნიციპალურ ტურნირზე და რეგიონალური ასპარეზობის საგზური გაინაღდეს.

   საპრიზო ადგილებზე გასული გამარჯვებული გუნდები, თბილისში, ზონალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 578