განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შშმ პირთა საკითხი მუნიციპალიტეტში კვლავ აქტუალურია
RDRC.GE
შშმ პირთა საკითხი მუნიციპალიტეტში კვლავ აქტუალურია
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბახტაძემ, თავმჯდომარის მოადგილესთან ლევან ახობაძესთან ერთად სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო.

   საბჭოს მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრირება საზოგადოებაში და მათი სოციუმში სრულყოფილი ადაპტაცია. ბაზების შექმნასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სრულწლოვან შშმ პირთა მდგომარეობა.

   როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ აღნიშნა „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რათა შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირები იყვნენ საზოგადოების სრულყოფილი წევრები“.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 897