განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პრემიერა ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში
RDRC.GE
პრემიერა ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა სპექტაკლის „უნებლიე ავანტურისტები“ პრემიერა. წარმოდგენის რეჟისორი ლორიტა ჯორჯიკია გახლავთ, რომელმაც თავად თარგმნა ალექსანდრე კოროვკინის კომედია-ფარსი "მამიდები".

   სპექტაკლის მთავარი როლების შემსრულებლები არიან : მზია ჩიხლაძე, კლიმენტი ხვიჩია, ნინო ბაღდავაძე, ჟორა პაქსაშვილი, თაზო გოგიშვილი, ნიკა ფხიკიძე, მარინა რცხილაძე.

   „უნებლიე ავანტურისტების“ პრემიერას დაესწრნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე მაყურებელთა შორის იყო სამტრედიის მკვიდრი, ყველასათვის ცნიბილი მსახიობი დავით კვირცხალია. "იმედი მაქვს მომავალში თეატრს დაუბრუნდება მაყურებელი და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაესწრება სპექტაკლებს"- აღნიშნა ლორიტა ჯორჯიკიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1276