განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
RDRC.GE
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. სამტრედიაში ნინოშვილის ქუჩაზე შპს „მინდების“ მიერ განახლდა ბოგირები, რომლებიც იწვევდა ტროტუარების დატბორვას. აღნიშნული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

   მერმა ასევე ოფეთის სოფელ წიაღუბანში არსებულ კაცაძეების უბანში დაათვალიერა პერიმეტრი, სადაც ხიდი-ბოგირი განაახლეს.

   „გზის პრობლემებზე მოსახლეობის ჩივილი სავსებით სამართლიანია, რადგან ხშირია პრობლემები. ამ დროისათვის მიმდინარეობს არხის გაწმენდა, გატარდა გრეიდერი და მოიხრეშა გზა, ბოლო ეტაპს წარმოადგენს გზის ბეტონის ფენით დაფარვა. არც ერთი სოფელი არ უნდა დარჩეს გზის გარეშე“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

   ვალერიანე ფოცხვერიამ დღესვე დაათვალიერა ოფეთის თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფელ წიაღუბანში მოხდა მოსახლეობისთვის ორი მნიშვნელოვანი ხიდის რეაბილიტირება.

   მერმა მოინახულა ოფეთის თემში წმინდანების კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მშენებლობის პროცესი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1260