განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მიუსაფარი ძაღლები დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს
RDRC.GE
მიუსაფარი ძაღლები დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს
კატეგორია:  სიახლე

   დღეს ლაშა თევზაძის ქუჩიდან მიუსაფარი ძაღლები დროებით ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანეს. თავშესაფარში მათ ვაქცინაცია და ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც დააბრუნებენ მუნიციპალიტეტში. ძაღლების გადაყვანა მოხდება მთელი სამტრედიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ძაღლის გადაყვანაზე თავად მოსახლეობამ განაცხადა უარი.

   „ჩვენ ყოველთვის ვახდენთ რეაგირებას მსგავს სიტუაციებში. ყველას ვისაც შინაური ცხოველი ყავს, უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ ყველა ადამიანს მოუარონ თავიანთ ცხოველებს და არ გაიმეტონ ქუჩაში გასაგდებად. ძაღლის მოკვლა არაჰუმანურია, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობით– აკრძალული. ამიტომ თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს ჩაუტარდებათ შესაბამისი მკურნალობა“– განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად პროცესს აკვირდებოდა მერის წარმომადგენელი ქალაქ სამტრედიაში თენგიზ ცაგურია და ცხოველთა დაცვის ფედერაცია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1847