განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიელ მეწარმეთა ფესტივალი 2018
RDRC.GE
სამტრედიელ მეწარმეთა ფესტივალი 2018
კატეგორია:  სიახლე

   პირველად სამტრედიაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა შორის, სამტრედიელ მეწარმეთა ფესტივალი 2018 გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საინტერესო და კრეატიული ღონისძიება ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.ქალაქის მერის ვალერი ფოცხვერიას უშუალო მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, სამტრედიაში მოღვაწე მეწარმეების ცნობადობის ამაღლებისა და მათი პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანის აღნიშნული ფორმა საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

   თაფლი, კონიაკი, ყველი, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, დეკორატიული და ეგზოტიკური მცენარეები, ხელნაკეთი ნივთები-ეს იმ წარმოების ჩამონათვალია, რომელთა გაცნობა დღეს ადგილზევე იყო შესაძლებელი.

   კოოპერატივ ,,ბებურჰანის“ თაფლს თებერვალში უკვე მიენიჭა ლიცენზია ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლამდე მივიდეს. 50 წლიანი გამოცდილების მქონე საოჯახო ბიზნესი გორმაღლელ ვახტანგ შანიძეს თაფლის წარმოებაზე აქვს ორიენტირებული. დღეს მის მაგიდასთან თაფლის გარდა არაყიც იყო წარმოდგენილი.

   შპს ,,ტორტიკო“ 7 თვის წინ გამოჩნდა სამტრედიაში და უკვე დაიმკვიდრა თანამედროვე, ჯანსაღი და დახვეწილი ტკბილეულის მწარმოებლის სახელი. დღეს მენეჯერმა ლანა შენგელიამ საკონდიტრო ტორტების ბუტაფორიებთან ერთად, მშრალი და ნაკლებად მალფუჭებადი პროდუქცია წარმოადგინა.

   იქვე შესაძლებელი იყო ბურგერების დაგემოვნებაც. სიახლე ქალაქში 2 თვეა რაც გაჩნდა და უკვე არა მარტო სამტრედიაში სარგებლობს მაღალი ცნობადობით.

   საკონდიტრო ნაწარმს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჟელეს ე.წ. 3 D ტორტები. ლორენა ჩახუნაშვილისა და ხათუნა სანადირაძის შემოქმედებამ დამთვალიერებელთა ინტერესი თავიდანვე დაიმსახურა.

   ყველი და რძის ნაწარმი ქონდა წარმოდგენილი გურამ ხურცილავას. სულგუნი, ყველი, ნადუღი მისი საოჯახო ბიზნესის პროდუქციის ნაწილია. დღეს მის მაგიდასთან ნაწარმის დაგემოვნება იყო შესაძლებელი.

   საოჯახო პირობებში დამზადებული კონიაკისა და სხვადახსვა სახის სპირტიანი სასმელის დაგემოვნება იყო შესაძლებელი გიორგი ადამიას მაგიდასთან. მეორე წელია ამ საქმიანობითაა დაკავებული ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები ხელს უწყობს მეწარმის პოპულარიზაციას. ლეღვის, ჭაჭის და თუთის არაყთან ერთად მას ვაშლის სპირტზე დამზადებული მუხის კონიაკიც ქონდა წარმოდგენილი.

   ჟრიამული და მხიარულება იდგა შპს ,,მყინვარის“ კუთხესთან. ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სამტრედიის ნაყინი, სპეციალურად ამ დღისთვის მომხმარებელს საჩუქრად გადაეცა.

   12 წელია რაც მიწაბოგირაზე მცხოვრები გურამ კვანტალიანი სურნელოვან ბიზნესს აკეთებს. ე.წ. სომხური ჯიშის სხვადასხვა ფერის ვარდები დღევანდელ გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. სასათბურე მეურნეობას მეწარმე უკვე წლებია ეწევა.

   ფერადი ყვავილების და ეგზოტიკური მცენარეების კუთხესთან ვალერი კახიანი პროფესიულ რჩევებსაც იძლეოდა. მის მიერ წარმოდგენილი მცენარეები ჩვენ ნიადაგს კარგად ერგება, ამიტომ ნერგები უკვე შეიძინეს დაინტერესებულმა პირებმა.

   მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოჯახის პირობებში მუშაობს, ინდივიდუალურ მომხმარებელთა შეკვეთებს შესაძურად ამზადებს. ანა კიზივაძემ ახლახან დაიწყო პოლიმერული თიხით საინტერესო მინიატურების დამზადება და გამოფენაზეც საინტერესოდ წარსდგა.

   გამოჩინებულის მკვიდრი ლევან პაიჭაძე ფესტივალზე ხალხური რეწვის ნამუშევრებით ჩამოვიდა. საინტერესოდ შეფუთული ბოთლები და მოქარგული ტილოები მისი 8 წლიანი შემოქმედების დასტური იყო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1089