განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დასრულდა ირაკლი ქუთათელაძის სახელობის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში
RDRC.GE
დასრულდა ირაკლი ქუთათელაძის სახელობის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში
კატეგორია:  სიახლე

   დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული პატრულის თანამშრომლის, ირაკლი ქუთათელაძის სახელობის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის.

   მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით ტურნირი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომელიც გმირის უკვდავსაყოფად იმართება.

   ტურნირში სულ 12 ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათგან ფინალურ ეტაპზე პოლიციის, თიბისი ბანკისა და საპატრულო პოლიციის გუნდები გადავიდნენ. ღირსეულ ასპარეზობაში პირველი საპრიზო ადგილი კვლავ არ დათმო პოლიციის გუნდმა, მეორე ადგილზე თიბისი ბანკი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საპატრულო პოლიციის გუნდს ერგო.

   გარდა საპრიზო ადგილებისა დასახელდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები. საუკეთესო მეკარედ და მოტამაშედ ლევან მიგინეიშვილი დაასახელეს, საუკეთესო ბომბარდირი ბექა სურმავა გადხა, საუკეთესო მცველის ტიტული ზურა ედიბერიძეს ერგო, ხოლო ყველაზე ასაკოვანი მონაწილის ადგილი ივერი ლეჟავამ დაიკავა.

   ტურნირს ესწრებოდა ირაკლი ქუთათელაძის მამა, ნუკრი ქუთათელაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ჩემპიონატის ორგანიზატორებს.

   ტურნირის მიმდინარეობას აკვირდებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გამარჯვებული გუნდები სწორედ მათ დააჯილდოეს სიგელებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 818