განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალგაზრდა პოეტის, ბექა ფოცხვერიას კრებულების პრეზენტაცია
RDRC.GE
ახალგაზრდა პოეტის, ბექა ფოცხვერიას კრებულების პრეზენტაცია
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა პოეტის, ბექა ფოცხვერიას კრებულების პრეზენტაცია გაიმართა.

   ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდა უკვე რამდენიმე წელია ლექსებს წერს და გულიანი, ფაქიზი და მოზომილი ფრაზებით უკვე მკითხველის დიდ სიყვარულს იმსახურებს. რიდი და კრძალვა მის პიროვნულ და პოეტურ მახასიათებლადაა ქცეული, ამიტომაც საკუთარ თავზე საუბარს გაურბის და სათქმელს ერთი ამოსუნთქვით, ლექსად ამბობს.

   ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებაზე დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში შეკრებილმა საზოგადოებამ ბევრი ისაუბრა. განსაკუთრებით კი მისივე კრებულების რედაქტორმა ლევან გაბეჩავამ, რომელმაც ბექას შემოქმედების კვალდაკვალ გვამოგზაურა.

   დარბაზში ბექას ლექსებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან.

   შეხვედრას ესწრებოდნენ ბექა ფოცხვერიას პედაგოგები მელაურის საჯარო სკოლიდან, რომლებმაც არაერთი გულთბილი სიტყვა წარმოთქვეს მისი მისამართით. დარბაზში იმყოფებოდნენ ბექას მშობლები.

   კრებულების პრეზენტაციას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 756