განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ორშაბათის ტრადიციულ თათბირი
RDRC.GE
ორშაბათის ტრადიციულ თათბირი
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ სამტრედიის მასშტაბით მიმდინარე პროცესები სამსახურის უფროსებთან და სოფლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

   მერმა იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. კვლავ დღის წესრიგში დგას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის თემა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გაღმა ზონის იმ სოფლებში, რომლებიც გურიის რეგიონს ესაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება აქ გატარებულია, მერიაში დამატებით შეწამვლასაც აანონსებენ. ვალერი ფოცხვერია მოსახლეობას კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რადგან იწყება მავნებელთან ბრძოლის მომდევნო ეტაპი, რაც სახლების და დამხმარე ნაგებობების შეწამვლას გულისხმობს.

   დღევანდელ თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სოფლებში მიმდინარე სხვა პროცესებზეც მიიღო ინფორმაცია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 759