განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რიგგარეშე სხდომა საკრებულოში
RDRC.GE
რიგგარეშე სხდომა საკრებულოში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 6 საკითხი განიხილეს, რომლებზეც მოხსენება ინრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ გააკეთა.

   დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანომ თანხმობა განუცხადა მუნიციპალიტეტის მერს სსიპ საგანგებო სიტუაციებისა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს უზურფრუქტის ფორმით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცეს რესპუბლიკის ქუჩა 84–ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ფართი. ამავე ფორმით N2 სამუსიკო სკოლას დროებით სარგებლობაში გადაეცა გარკვეული მოცულობის ფართი.

   დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს ,,ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხსაც. კერძოდ, ბანკმა გომის, დიდი ჯიხაიშის, საჯავახოსა და იანეთის ადმინისტრაციული შენობებიდან სოციალური პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ფართებით სარგებლობა შეწყვიტა. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ პენიონრებს სპეციალური მანქანებიდან ემსახურებიან.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 711