გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიება

გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიება

   ბაშში, ახლადრეაბილიტირებულ კულტურის ცენტრში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრისა და ბაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიება გაიმართა.

   ღონისძიებას ესწრებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სტუმრებმა დაათვალიერეს განახლებული სივრცე და შემოქმედებითად აქტიურ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

   საღამოს განმავლობაში წარმოდგენილი იყო მუსიკალური, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული ნომრები, რომლებსაც დამსწრე საზოგადოება დიდი მოწონებით შეხვდა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი კულტურული ცხოვრების გააქტიურება და მოსწავლე-ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა.

   მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო ბაშის კულტურის ცენტრი საზოგადოებას რეგულარულად უმასპინძლებს საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიებებით.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი